უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრორუს პოლიტიკოსსს ვიქტორ მედვედჩუკს მოქალაქეობა ჩამოართვა.
გარდა მედვედჩუკისა, მან მოქალაქეობა "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" 3 დეპუტატს: ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატა კუზმინს ჩამოართვა.
"უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, ჩამოვართვა მოქალაქეობა ოთხ ადამიანს: ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატა კუზმინს. თუ სახალხო დეპუტატები ირჩევენ, ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ უკრაინაში შემოსულ მკვლელებს, მაშინ ჩვენი ქმედებები იქნება შესაბამისი", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ლიდერს, პუტინის შვილის ნათლია ვიქტორ მედვედჩუკს ღალატსა და ტერორისტულ საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობაში ედება ბრალი.
უკრაინას რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ივან ბაკანოვი პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის თქმით, რუსეთი ცდილობდა, მედვედჩუკი ჯერ დნესტრისპირეთში გადაეყვანა, შემდეგ კი - მოსკოვში. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაქცეული დეპუტატი გზაში, კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა, რომ პუტინის მეგობარი, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ.
რადას პრორუსი დეპუტატი მედვედჩუკი უკრაინაში მოსკოვის იდეების გამავრცელებელი და რუსეთის ინტერესების ლობისტია. ის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის ლიდერია. რუსეთის პრეზიდენტი კი მისი შვილის ნათლიაა.
მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსეთის თავდასხმის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი ბელარუსში გაიქცა, მოგვიანებით გაიქცა მედვედჩუკიც.