logo
ENG



ყალიბდება ლარსის კლასტერი - ყაზბეგში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

12 აგვ 202009:15
3 წუთის საკითხავი
 

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. ლარსის კლასტერი ყალიბდება. 

მისივე თქმით, ყაზბეგში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი იმყოფება და ინფიცირებულების კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს. 

"დღეს, ასევე გარკვეულად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან. იქ არის 5 შემთხვევა და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ერთი ჯგუფი უკვე ყაზბეგშია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, ყაზბეგში კორონავირუსი 5 ადამიანს გამოუვლინდა. 5-ვე მათგანი ლარსის გამშვებ პუნქტზე საზღვრის დაცვის თანამშრომელია


close დახურვა