ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ბოლნისი და რაჭისუბანი ჩაიკეტოს. მისი თქმით, ამის მიზეზი მუნიციპალიტეტში დაავადების გავრცელების მასშტაბური ზრდა ფიქსირდება.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაავადების გავრცელების მასშტაბური ზრდა გვაქვს. ეს არის 19 დადასტურებული ფაქტი და მათ შორის, ძირითადად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კლასტერიდან, ოჯახის წევრები და არამარტო. არის კიდევ ორი ფაქტი და ერთი სასულიერო პირთან დაკავშრებულია. იქ საკარანტინე რეჟიმი დიდი ხანია გავრცელებულია, იქ სადაც მოღვაწეობს სასულიერო პირი, მრევლი არ დადის. ვიღებთ ზომებს, რომ ჩაიკეტოს მუნიციპალიტეტის ცენტრი ბოლნისი და რაჭისუბანი“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.