logo
ENG



არქიმანდრიტი მჭედლიშვილი წითელი პარასკევის მსახურებაზე: რამდენი ადამიანიც იქნება, დაეტევიან გარეთ

17 აპრ 202010:48
3 წუთის საკითხავი
 

დღეს წითელი პარასკევია, დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან დასახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება. ამ რიტუალს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეასრულებს. სამებაში იქნებიან მეუფეებიც. მსახურება 2 საათზე დაიწყება. 

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის განმარტებთ, დისტანციები, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკლესიებში შეიქმნა, მკაცრად გაკონტროლდება. 

„მსახურება დილით 9 საათზე დაიწყება, მაგრამ პატრიარქს ველოდებით 2 საათზე. იქნება აგრდამოხსნა და დატირება. იქნება გარეგახმოვანება. მონიშნულია 2 000-მდე ნიშნული. რამდენი ადამიანიც იქნება, დაეტევიან გარეთ გავაკონტროლებთ. არც ჩვენ არ გვინდა რაღაც დაირღვეს, ჩვენც ვუფრთხილდებით ადამიანებს“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.

ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 77 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. 10 დღით დაიკეტა სასაფლაოებიც.




close დახურვა