logo
ENG



PACE-ს თანამომხსენებლები გახელაძეზე: ესაა უკანონო სასამართლოს უკანონო განაჩენი

09 თებ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock 366
PACE-ს თანამომხსენებლები გახელაძეზე: ესაა უკანონო სასამართლოს უკანონო განაჩენი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები, ტიტუს კორლეანი და კლოდ კერნი გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯის გამო.  

"ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ბატონი გახელაძე. ამ თვალსაზრისით, გვინდა, ხაზი გავუსვათ რუსეთის პასუხისმგებლობას, რომლის დაქვემდებარებაშიც არის საქართველოს რეგიონი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ამას ადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება", - ნათქვამია განცხადებაში. 

თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საპარლამენტო ასამბლეის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 


close დახურვა