logo
ENG



გაბუნია: ფაიზერით ვაქცინაცია სამშაბათიდან დაიწყება

25 მარ 202112:09
3 წუთის საკითხავი
clock 728

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში ფაიზერით ვაქცინაცია სამშაბათიდან, 30 მარტიდან დაიწყება.

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაცია სამი ქალაქის ექვს კლინიკაში იქნება შესაძლებელი.

„უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათიდან. კლინიკებში მიმდინარეობს ასტრაზენეკათი ვაქცინაცია და სრულად გადმოწყობა ფაიზერის ვაქცინაზე მოხერხდება სამშაბათიდან", - ამბობს თამარ გაბუნია.

საქართველოში ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინები. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს შეუძლიათ - მათ ვაქცინის არჩევის საშუალება აქვთ.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, ასტრაზენეკას დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში მალე ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება.


close დახურვა