ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის კლინიკაში დაზიანებებით მოათავსეს, სიცრუეს უწოდებს.
როგორც მაჭავარიანმა ფორმულას განუცხადა, ის სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
"ტყუილი ინფორმაციაა. სახლში ვარ, კარგად ვარ, ვვარჯიშობ დილიდან. მეტი რა გავაკეთო...", - განაცხადა მაჭავარიანმა.
დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ასევე უარყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ. მან თქვა, რომ მაჭავარიანმა ცხვირის ძგიდეზე ოპერაცია გაიკეთა და კლინიკაში გეგმიურ ვიზიტზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრი კლინიკაში იყო მოთავსებული. სააგენტოს ცნობით, მაჭავარიანს დაზიანებები აღენიშნება.