logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო: წითელი ჯვარი საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმს გადმოსცემს

08 მაი 202110:22
3 წუთის საკითხავი
clock 1092
ჯანდაცვის სამინისტრო: წითელი ჯვარი საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმს გადმოსცემს

წითელი ჯვარი საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმს გადმოსცემს. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

"იგეგმება სინოფარმის ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს". - ამბობს თამარ გაბუნია. 

გუშინ, 7 მაისს ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ საქართველოში სინოფარმის ვაქცინის 500 000 დოზა ივნისშიც შემოვა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოფარმის ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა. 

საქართველომ სინოფარმის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი. 

სინოფარმი ამ ეტაპზე ერთადერთი ვაქცინაა, რომლითაც აცრა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული დასკვნით, სინოფარმი 78.1%-ით ეფექტიანია. 


close დახურვა