logo
ENG



პროტესტის ნიშნად, შსს იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორმაც დატოვა

25 ოქტ 202118:36
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/25/hp29lgzik9fgkf1.png

პროტესტის ნიშნად, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთმა თანამშრომელმა, მაიორმა რომან ანთიამ დატოვა. ის იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორის პოზიციას იკავებდა.

როგორც რომან ანთიამ ჟურნალისტებთან საუბრიასას აღნიშნა, ლექსო რაფავას დაკავება უკანონოა და ის არ აპირებს რომელიმე პარტიას ემსახუროს.

"პროტესტს ვაცხადებ ლექსო რაფავას უკანონო დაკავებაზე. პროტესტის ნიშნით მე დავტოვე ჩემი სამსახური. მე ვემსახურები ჩემს საქართველოს და არა რომელიმე პარტიას", - ამბობს ანთია. 

დღეს, 25 ოქტომბერს შსს დატოვა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, გიორგი ბერიშვილმა.

გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის წებრის თენგიზ გუნავას თქმით, რაფავას დაკავების შემდეგ, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს უნდა თანამდებობის დატოვება. გუნავა ამბობს, რომ ისინიც უახლოეს დღეებში გააკეთებენ განცხადებებს. 

სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, მიყოლებით, თანამდებობა დატოვეს შსს-ს თანამშრომლებმა  რევაზ ლაზიშვილმაჭაბუკა რაფავამ და ომარ არქანიამ

სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, ღამით დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს. რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ. გუნავა მომხდარს ქართული ოცნებისთვის არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.


close დახურვა