logo
ENG



კოვიდის ახალი შტამის გამო, აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლაზე შეზღუდვები დაწესდა

27 ნოე 202118:51
3 წუთის საკითხავი
clock 1218
2021/11/27/4zzuozexk39eihy.jpg

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, კორონავირუსის ახალი აფრიკული შტამის გავრცელების გამო, საქართველოში 8 ქვეყნიდან შემოსვლაზე შეზღუდვები წესდება.

შეზღუდვა ეხება სამხრეთ აფრიკას, ბოტსვანას, ზიმბამბვეს, ნამიბიას, ლესოთოს, ესვატინს, მოზამბიკს და მალავს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნებისმიერი პირს, მიუხედავად იმისა, საქართველოს მოქალაქეა თუ არა, ამ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის ქონის შემთხვევაში მოუწევს 14 დღიანი იზოლაციის გავლა.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, გარკვეული რეგულაციები წესდება

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია:

სამხრეთ აფრიკა

ბოტსვანა

ზიმბაბვე

ნამიბია

ლესოტო

ესვატინი (სვაზილენდი)

მოზამბიკი

მალავი

14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება." - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

გუშინ, კორონავირუსის ახალი შტამის გამო სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენებზე საგანგებო აკრძალვა დააწესა აშშ-მ და ევროპამაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამვე ახალ შტამს "ომიკრონი" უწოდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია და ასევე, მძიმედ მუტაციურია, რის გამოც, შესაძლოა ვაქცინებმა მის წინააღმდეგ ვერ იმოქმედოს. ახალი ვარიანტი ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.


close დახურვა