logo
ENG



ბაიდენი: ჩემთვის მიუღებელია მოსკოვის მხრიდან უკრაინისთვის "წითელი ხაზების" დადგენა

04 დეკ 202113:28
3 წუთის საკითხავი
clock 767
bbc.com

ჯო ბაიდენი მოსკოვს აფრთხილებს, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის დადგენილი „წითელი ხაზები“. მან ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხე დღითიდღე იზრდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ნოემბრის ბოლოს ნატო გააფრთხილა, რომ უკრაინაში იარაღისა და სამხედროების მობილიზება „წითელი ხაზის“ გადაკვეთას ნიშნავს და რუსეთი იძულებული გახდება საპასუხოდ იმოქმედოს. 

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის რუსეთს „ძალიან გაურთულებს“ მეზობელ უკრაინასთან კონფლიქტს.

იმავდროულად ამერიკის მედიის ცნობით, დაზვერვის სამსახურები შიშობენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას კრემლი 2022 წლის დასაწყისში გეგმავს. ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლი დაახლოებით 175 000 კაციანი ჯარით უკრაინაში შეჭრას იანვარში აპირებს.

უკრაინის მხარე კი იუწყება რომ, რუსეთმა გაზარდა სამხედრო ძალების მობილიზება უკრაინის საზღვართან და ახლა ადგილზე დაახლოებით 94 000 რუსი ჯარისკაცია. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის თქმით, სიტუაციის გამწვავების სავარაუდო დრო იანვრის დასასრულია.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის ვიდეო ზარი, რომლის მიზანიც სიტუაციის განმუხტვაა, წესით, ამ კვირაში გაიმართება. ამერიკის პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, რომ მას რუსეთის ლიდერთან, სავარაუდოდ, ხანგრძლივი დისკუსია ექნება და ის „არავის წითელ ხაზებს არ მიიღებს.“

„მე ყველაზე სრულყოფილი და მნიშვნელოვანი ინიციატივების მთელ რიგს ვადგენ, რომელიც იმას ემსახურება, რომ პუტინისთვის ძალიან გაართულოს იმის გაკეთება რასაც ხალხი შიშობს რომ ის გეგმავს“, - ჟურნალისტებთან თქვა ბაიდენმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას აპირებს ამერიკა, უკრაინელმა და ამერიკელმა საჯარო პირებმა ამ კვირას კიდევ ერთხელ გააფრთხილეს რუსეთი მძიმე ეკონომიკური სანქციების შესახებ.

მათ შორის იყო ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც, ვინც ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა და მასთან დიალოგში აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

ამერიკის ხელისუფლება ასევე საუბრობს გაზრდილ პროპაგანდაზე, მათ შორის მედია საშუალებებით, რათა რუსეთმა უკრაინასა და ნატოს პოტენციურ თავდასხმამდე ცილი დასწამოს.

ამ კვირაში ბრიტანელმა სამხედრო ოფიცერმა, ნიკ კარტერმაც აღნიშნა, რომ რეგიონში პოტენციური კონფლიქტისთვის ევროპა მზად უნდა იყოს. კარტერი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას იმედი ჰქონდა, რომ ომი არ მოხდებოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ნატო ამისთვის მზად უნდა იყოს.

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა უკვე წლებია გრძელდება. 2014 წელს რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიჭრა და დაიკავა. მალევე კრემლმა უკრაინის აღმოსავლეთით სეპარატისტული აჯანყებების მხარდაჭერაც დაიწყო. უკრაინის აღმოსავლეთში პერიოდულო შეტაკებებისას ჯამში დაახლოებით 14 000 დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ოქტომბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ინტერესებს წინააღმდეგ გაილაშქრა, როცა ყირიმში ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების რუს ორგანიზატორებს ეკონომიკური სანქციები დაუწესა და ქვეყანაში 3 პრორუსული არხი აკრძალა.

***

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ნოემბერში განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.

ვაშინგტონმაც გააფრთხილა ევროკავშირი, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უკრაინაში შესვლისთვის ემზადებოდეს. 14 ნოემბერს უკრაინამ აშშ-ისგან საჩუქრად 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი რუსეთს სამხედრო გეგმების შესახებ გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.

26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგაში მინისტერიალის ფარგლებში დასავლეთის ალიანსთან ერთად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შეაჩერონ რუსეთი ხელახალი თავდასხმისგან და ნატოს მოუწოდა, მოამზადოს "რუსეთის შემაკავებელი" სანქციების პაკეტი უკრაინაზე თავდასხმის აღსაკვეთად და კიევთან სამხედრო თანამშრომლობა გაზარდოს. 


close დახურვა