logo
ENG



პროკურორი: ბიჭის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები ამბობენ, რომ კადრებში ისინი არ არიან

27 იან 202215:33
3 წუთის საკითხავი
clock 3439

პროკურორ ალექსანდრე ჩხეიძის ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი ბიჭის ცემის საქმეზე დაკავებული ორი პოლიციელი ამბობს, რომ კადრებში ისინი არ არიან.

მისივე თქმით, ამას ყველა ადასტურებს, თუმცა თავად ბრალდებულები უარყოფენ.

"ორივე ბრალდებულს მოცემული აქვს ჩვენება, დადასტურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილითაც და თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, ასევე, ყველა მოწმე ადასტურებს, რომ 23 იანვარს ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას მეტროსადგურ ისანის შენობაში. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორივე მათგანი უარყოფს აღნიშნულ ფაქტს. ჩვენ ვმორიგეობდითო, ჩვენ ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობასო, უბრალოდ ჩვენ არ ვართ კადრებშიო", - ამბობს პროკურორი.

24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორც სცემს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს პოლიციელი. ამ საქმეზე 25 იანვარს დილით სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავა.


close დახურვა