logo
ENG



აზოვის ბატალიონის და 36-ე არმიის მეთაურები ტყვეობიდან დაიხსნეს

22 სექ 202201:23
3 წუთის საკითხავი
clock 769
2022/09/22/g4htwg13zr63a0f.png

აზოვის ბატალიონის და 36-ე არმიის მეთაურები ტყვეობიდან დაიხსნეს. 

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში თავისუფალია მარიუპოლის მცველი რამდენიმე ათეული მეომარი, მათ შორის აზოვის ბატალიონის მეთაური დენის პროკოპენკო, მისი მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და 36-ე ქვეითი ბრიგაფის ხელმძღვანელი სერჰი ვოლინსკი. 

მოგვიანებით გავცელებული ინფორმაციით, გათავისუფლდა 215 უკრაინელი ტყვე, სანაცვლოდ რუსეთს გადაეცა ვიქტორ მედვედჩუკი და კიდევ 55 რუსი ჯარისკაცი. 

"ჩვენ გავცვალეთ 200 გმირი მედვედჩუკზე, რიმელმაც უკვე  ყველა საჭირო ჩვენება მოგვცა. აზოვსტალის 5 მეთაური კი 55 რუს ტყვეზე, რომლებსაც ჩვენთვის არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ". - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა. 

ტყვეთა გაცვლის მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობდა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზოვის ბატალიონის 5 მეთაური, უსაფრთხოების მიზნით, ომის დასრულებამდე თურქეთში, ერდოღანის პროტექციის ქვეშ დარჩება. 

ქალაქი მარიუპოლი რუსების ალყაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში მოექცა. ასობით მებრძოლმა და სამოქალაქო პირმა აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას შეაფარა თავი, რომლის აღებასაც რუსეთი არაერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა. 

აზოვის ფოლადის ქარხანას 3 თვის განმავლობაში აზოვის ბატალიონი და 36-ე ქვეითი ბრიგადა იცავდა. ეს ერთადერთი ადგილი იყო მარიუპოლში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებდა. რუსეთის არაერთი შეტევის შემდეგ, 2022 წლის 21 მაისს, მარიუპოლის მცველებმა ბრძოლა შეწყვიტეს, ვინაიდან ბლოკადის და მუდმივი შეტევის პირობებში საომარი მოქმედებების გაგრძელება შეუძლებელი და უშედეგო იყო. 

მარიუპოლის მცველები რუსეთის ტყვეობაში იყვნენ. დღევანდელ დღემდე უკრაინამ რამდენიმე ათეული ტყვე რამდენიმე ეტაპად გამოიხსნა. დაიბრუნეს 250-ზე მეტი ცხედარიც. 

რაც შეეხება ვიქტორ მედვედჩუკს -  ის უკრაინას რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული პირია.

მედვედჩუკი უკრაინელებმა 12 აპრილს დააკავეს.

ვიქტორ მედვედჩუკი წლების განმავლობაში ატარებდა პუტინის ინტერესებს უკრაინაში. ვლადიმირ პუტინი მისი შვილის ნათლიაა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობდა, მედვედჩუკი ჯერ დნესტრისპირეთში გადაეყვანა, შემდეგ კი - მოსკოვში. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაქცეული დეპუტატი გზაში, კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა.

დაკავების შემდეგ, 18 აპრილს მან პუტინს და ზელენსკის ტყვეებში გაცვლის თხოვნით მიმართა. 


close დახურვა