logo
ENG



ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

03 ოქტ 202218:53
3 წუთის საკითხავი
clock 532
ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

მემორანდუმზე ხელმოწერის შესახებ ევროკავშირის ვაჭრობის კომისარმა ვალდის დომბროვსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ეს არის ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი ჟესტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას გამარჯვებაში, აღდგენასა და ევროპული მომავლის განხორციელებაში.

20 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა. მაშინ ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა და ევროკავშირის თავმჯდომარემ, ზბინეკ სტანიურამ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ასრულებს დაპირებებს.

"ჩვენ ხელს ვუწყობთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინამ და მისმა ძირითადმა ინფრასტრუქტურამ  ფუნქციონირება გააგრძელოს, რუსეთის აგრესიული ომის მიუხედავად", - თქვა ევროკავშირის თავმჯდომარემ.

უკრაინის დახმარებას აშშ-ც აგრძელებს. აშშ უკრაინისთვის დამატებით $1.1 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას გეგმავს

 

 

 


close დახურვა