logo
ENG



კარასინი: დასავლეთი საქართველოს ხელებს უგრეხს რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო

08 თებ 202311:45
3 წუთის საკითხავი
clock 560
2023/02/08/vke6ssnppd96d35.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი Telegram-ზე წერს, რომ "დასავლეთი საქართველოსთვის რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო ხელების გადაგრეხას იწყებს."

"როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთი ახლა იწყებს საქართველოსთვის ხელების გადაგრეხას რუსეთთან მისი ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო. ეს არის საერთაშორისო საქმეებში თამაშის ახალი წესები, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პრეფერენციებისა.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა - მაშინ გააკეთე!
აზრი არ აქვს კომენტარის გაკეთებას!."-წერს კარასინი.

*  *  *

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს აცნობს იდეას, გაზრდილი ტვირთ ბრუნვის გამო განიხილონ არსებული გზების მოდერნიზაცია ან ახალი გზის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს შორის.

აბაშიძე კარასინს უხსნის, რომ ახლა ახალ გზაზე საუბარი დროული არ იქნება.
აბაშიძემ აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, მისი ნამდვილობა დაადასტურა.

"რუსულ-ქართული საიდუმლო კავშირი" - ამ სათაურით იუთუბ არხ კიბერ კმარაზე გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა.

გრიგორი კარასინმა ასევე გააკეთა კომენტარი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე.

მან თქვა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ფრენები აღადგინოს, მაგრამ ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საუბარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ამავე დროს, ის აქებდა საქართველოს მთავრობას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.

ქართულ ოცნებაში ავიამიმოსვლის აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავნ და, პირიქით, მიესალმებიან კიდეც. ამავე დროს, ოპოზიციაში პირდაპირ საფრთხეს ხედავენ. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღდეგია და ამბობს, რომ როდესაც ჩვენი პარტნიორები უკრაინის გვერდით დგანან, საქართველოს მთავრობის პოზიცია გაუგებარია. 


close დახურვა