logo
ENG



CNN: აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს

22 მარ 202300:09
3 წუთის საკითხავი
clock 396
2023/03/22/bv7qwamdiqdhpbj.png

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. გამოცემა წერს, რომ ანტისარაკეტო სისტემების უკრაინაში გამოყენებას სამხედროები რამდენიმე კვირაში შეძლებენ.

ასევე, CNN აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ 65 უკრაინელი ჯარისკაცი Patriot-ის სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს, დამატებით ტრენინგებს კი შემდეგ ევროპაში გაივლიან.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა Patriot-ების მართვისა და გამოყენების ათვისება საკმაოდ სწრაფად შეძლეს და სასწავლო კურსს, ნაცვლად 10 კვირისა, 8 კვირაში ასრულებენ.

CNN-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინისთვის აბრამსის ტიპის ტანკების გადაცემასაც დააჩქარებს.

რა არის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელთაც აშშ უკრაინას გადასცემს?


close დახურვა