logo
ENG



მაკრონი ზელენსკის: უახლოეს საათებში გადაუდებელი საჭიროებებისთვის დახმარებას გამოგიგზავნით

08 ივნ 202308:20
3 წუთის საკითხავი
clock 431
2023/06/08/5i7cvc7dn7kxc61.png

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმის გამო, უახლოეს საათებში დახმარებას გაუგზავნის. მაკრონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და კაშხალზე თავდასხმა დაგმო.

"პრეზიდენტ ზელენსკის გამოვუცხადე ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, კახოვკას კაშხალზე თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უახლოეს საათებში გამოგიგზავნით დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - დაწერა მაკრონმა Twitter-ზე.

მაკრონთან სატელეფონო საუბარს ზელენსკიმ "საფუძვლიანი" უწოდა.

"მოვუყევი ხერსონში აქტუალური სიტუაციის შესახებ, რუსული ტერაქტის ეკოლოგიური და ჰუმანიტარული შედეგების თაობაზე. გავაცანი უკრაინის საჭიროებები კატასტროფის ლიკვიდაციის კუთხით. ასევე განვიხილეთ შესაძლებლობა რომ ამოქმედდეს საერთაშორისო მექანიზმები, რათა [კატასტროფის] გამომწვევი მიზეზების გამოძიება მოხდეს...", - თქვა უკრაინელმა ლიდერმა.

***

რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე:


close დახურვა