logo
ENG



NORSAR: სეისმური სიგნალები მიუთითებს, რომ კახოვკას ჰესზე აფეთქება მოხდა

09 ივნ 202314:51
3 წუთის საკითხავი
clock 744
2023/06/09/53iikczzwusulyh.png

ნორვეგიის კვლევითი ცენტრის NORSAR-ის სპეციალისტებმა, რომლებიც სეისმური ფენომენების შესწავლით არიან დაკავებულნი, განაცხადეს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის დღეს, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა.

"რეგიონული სეისმური სადგურების მონაცემები აჩვენებენ მკაფიო სიგნალებს სამშაბათს, 6 ივნისს, ადგილობრივი დროით 2:54 საათზე. დრო და მდებარეობა (კოორდინატები: 46.7776, 33.37) ემთხვევა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კახოვკას კაშხლის ჩამონგრევის შესახებ. სიგნალები მიუთითებს, რომ მოხდა აფეთქება." - ნათქვამია მეცნიერთა განცხადებაში.

* * *

რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე:


close დახურვა