logo
ENG



FBI-მ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა - ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია

14 ივლ 202410:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/14/vnick8lhhx71d5q.png

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეხვედრაზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.

"დადგინდა, რომ 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი მონაწილეობდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად და ყველას, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია [ფოტო/ვიდეო ფაილები], მოვუწოდებთ გამოძიებას დაეხმაროს", – აღნიშნულია FBI-ს განცხადებაში.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

***

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ის მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს. 


close დახურვა