logo
ENG



ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები დღევანდელ აქციას უერთდებიან

20 ივნ 202216:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/20/z42974aco6ioxih.jpg

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები დღევანდელ აქციას უერთდებიან. განცხადებას უნივერსიტეტის თვითმმართველობა ავრცელებს.

"ალტე უნივერსიტეტის თვითმმართველობის სახელით ყველა სტუდენტს და საქართველოს მოქალაქეს მოვუწოდებთ, დაგმონ ის, რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება.

საჭიროა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის აბსოლუტური, სრულყოფილი წევრი გახდეს.

20 ივნისს 20:00 ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით დაგეგმილ აქციას და ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ძალა ჩვენშია", - ნათქვამია განცხადებაში.

აქციას ასევე უერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისჯიპასსაქართველოს უნივერსიტეტისკავკასიის უნივერსიტეტისსაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისსულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები.


close დახურვა