logo
ENG



ბარამიძე: პრემიერი უნდა იყოს ძლიერი პიროვნება, პოლიტიკოსი, არა რაღაც ტექნოკრატი

17 აგვ 202018:22
3 წუთის საკითხავი
clock 692
7qh39w2lag5tv2p.jpg

"პრემიერი არ უნდა იყოს ბუტაფორიული და ტექნოკრატი ადამიანი, რომელიც აზრზე არ არის პოლიტიკის" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ბარამიძე ფორმულას გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა. 

ბარამიძე მიიჩნევს, რომ პრემიერის თანამდებობას "ძლიერი პოლიტიკოსი" უნდა იკავებდეს.  

"პრემიერმინისტრი არ უნდა იყოს ბუტაფორიული. პრემიერი უნდა იყოს ძლიერი და ის უნდა იყოს პოლიტიკოსი. არა რაღაც ტექნოკრატი ადამიანი, რომელიც აზრზე არ არის პოლიტიკის და ვერ მართავს იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ კოალიციას რომელსაც ის ეყრდნობა. ის უნდა იყოს ძლიერი პიროვნება. საზოგადოების ინტერესების გარშემო უნდა ვიყოთ შეკრებილები და ამაში უნდა ვეჯიბრებოდეთ პარტიები. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც ღიზიანდება, როცა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ ჩვენი ლიდერი გვინდა დავინახოთ პრემიერის თანამდებობაზე, ეს რატომ არის გამაღიზიანებელი?!", - განაცხადა გია ბარამიძემ. 

ცნობისთვის, ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მათი პარტიისთვის მიუღებელი იქნება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მომავალ მინისტრთა კაბინეტში, ან პრემიერის პოსტზე ყოფნა. 

მოგვიანებით ბაქრაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი. სამადაშვილის თქმით, ბაქრაძის მხრიდან მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა, ევროპული საქართველოს მაჟორიტარებს ძვირი დაუჯდებათ.

 


close დახურვა