ბოლნისის სიონის მოძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ადასტურებს.
მისი თქმით, ღვთისმსახურება მრევლის გარეშე აღევლინებოდა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაავადების გავრცელების მასშტაბური ზრდა გვაქვს. ეს არის 19 დადასტურებული ფაქტი და მათ შორის, ძირითადად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კლასტერიდან, ოჯახის წევრები და არა მარტო. არის კიდევ ორი ფაქტი და ერთი სასულიერო პირთან დაკავშრებულია. იქ საკარანტინე რეჟიმი დიდი ხანია აგვრცელებულია, იქ სადაც მოღვაწეობს სასულიერო პირი, მრევლი არ დადის. ვიღებთ ზომებს, რომ ჩაიკეტოს მუნიციპალიტეტის ცენტრი ბოლნისი და რაჭის უბანი“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.
