logo
ENG



ბორჯომში მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვები დაუშინეს

17 ივნ 202312:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/17/nuygxe18ntkwx5l.jpg

ბორჯომში მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის იმყოფება ხელისუფლებასთან დაკავშირებული ვატო შაქარიშვილი, სასტუმროს ქვები დაუშინეს.

სასტუმროში გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლების და ლექციისთვის შეკრებილი ახალგაზრდების გარდა, სხვა დამსვენებლებიც იმყოფებიან.

დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

ამასთან, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, 60-მდე ადამიანი მიცვივდა და გაურკვეველ სიტყვებს ყვირიან.

გავრცელებულ ვიდეო კადრებში ისმის, რომ გაურკვეველი ჯგუფის წევრები ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ და მათ მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა ინციდენტის შესახებ პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი, დეტალურად გამოეხმაურა.

შაქარაშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია. მისმა სწრაფმა გამოხმაურებამ და თავდასხმის ადგილზე გამოჩენამ, "გირჩელები" დაარწმუნა, რომ ადევნება თბილისიდანვე იყო დაორგანიზებული. ადგილზე იმყოფებოდა ხელისუფლების პროპაგანდისტი POSTV-ც.


close დახურვა