logo
ENG



გრიგორიადისი: მიმალვა რომ მნდომებოდა, დავიმალებოდი, დაკავებისას ტანსაცმელიც კი აქციის მეცვა

01 მაი 202319:11
3 წუთის საკითხავი
 
გრიგორიადისი: მიმალვა რომ მნდომებოდა, დავიმალებოდი, დაკავებისას ტანსაცმელიც კი აქციის მეცვა

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დაკავებულმა აქტვისტმა, ლაზარე გრიგორიადისმა სიტყვით ისარგებლა.

"მიმალვა რომ მნდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში დავიმალებოდი. ტანსაცმელი, რომლითაც ამიყვანეს, იგივე ტანსაცმელი იყო, რაც აქციაზე მეცვა" - თქვა გრიგორიადისმა.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პროცესზე მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. ამ შუამდგომლობას არ დაეთახმა ბრალდების მხარე.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს. 


close დახურვა