logo
ENG



დეკანოიძე: საპატრიარქოს განცხადება არის ბოროტება

10 ნოე 202123:21
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: საპატრიარქოს განცხადება არის ბოროტება

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადება "ბოროტებაა". ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

"საპატრიარქოს განცხადება არის ბოროტება. ქრისტიანობას ყველაზე უფრო აცდენილი - უარი თქვა ადამიანის გადარჩენაზე, სულის გადარჩენაზე და უზენაესის გადარჩენაზე - სიცოცხლეზე! ასეა ეს და არ გვინდა რევერანსები...", - ამბობს დეკანოიძე. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და გააკერიტიკა. 

საპატრიაქო შეეხო სინოდის წევრის ორ განცხადებას, რომელიც მან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ გააკეთა - პირველი, საყოველთაო შერიგებასთან და მეორე, სააკაშვილის ზიარებასთან დაკავშირებით. 

"რა თქმა უნდა, სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორცილებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო, შეთანხმებული ნაბიჯებია გადასადგმელი(მით უფრო ჩვენს რეალობაში). ასევე აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს. [...]

ხოლო რადგან უპირობო ან გარკვეული პირობით შერიგებაზე და, განსაკუთრებით, ციხიდან გათავისუფლებაზე საუბარი ძირითადად მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში გაჟღერდა, მიუხედავად მაღალი სამოქალაქო ინტერესისა, ობიექტურობიდან გამომიდინარე, ამის სურვილი მაშინ სხვა პატიმრებთან მიმართებაშიც უნდა გამოთქმულიყო", - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში. 

რაც შეეხება მარხვას, საპატრიარქოში აღნიშნავენ:

"საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით... და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე  შედეგის  პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს". 


close დახურვა