logo
ENG



ეზუგბაია: ერთი პაციენტი ისევ კრიტიკულია, ჯერჯერობით მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება

04 მაი 202010:42
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 7 პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნება, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქია.

„გუშინ დილით გვქონდა 589 დადასტურებული შემთხვევა, დღეს გვაქვს 593. გამოჯანმრთელებული გვყავდა 215, დაგვემატა 8 და არის 223. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, კოვიდ ცენტრებში, სადაც პაციენტები მკურნალობენ, ამ ეტაპზე 361 მკურნალობს.  რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ჩვენთან გუშინ შემოვიდა მხოლოდ 1 დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მყოფი პაციენტის კონტაქტია. ამ ეტაპზე გვყავს 57 ინფიცირებული და გუშინ დაგვემატა 2 გამოჯანმრთელებული, შესაბამისად, ჩვენი ცენტრიდან უკვე 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გასული. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროება ამ ეტაპზე არსებული კლინიკით საშუალოზე მსუბუქია.

გვყავს 1 კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არიკს ჟანგბადდამოკიდებული. პარალელურად მას აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე დაავადებები, ეს არის შაქრიანი დიაბეტი და მძიმედ გამოვლენილი ჰიპერტონული დაავადება. არსებული მკურნალობის ფონზე, ჯერჯერობით მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება. ჯამში 7 მძიმე პნევმონია გვრჩება, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა