logo
ENG



ვირუსის გავრცელების მიუხედავად, ქვეყნები შეზღუდვების მოხსნას განაგრძობენ

21 მაი 202014:52
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით დაღუპულთა გლობალურმა მაჩვენებელმა 330 ათასს გადააჭარბა. მსოფლიოში პანდემიის დაწყების დღიდან ბოლო 24 საათში ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ვირუსის კვლავ სწრაფი ტემპით გავრცელების მიუხედავად, ქვეყნები შეზღუდვების მოხსნას განაგრძობენ.

15 ივნისიდან საბერძნეთში ტურისტული სეზონი გაიხსნება. ​15 ივნისიდან რეისებს განაახლებს ავიაკომპანია „easyJet“, თუმცა მგზავრებიც და ეკიპაჟის წევრებიც ვალდებული იქნებიან პირბადეები ეკეთოთ. რეისები პირველად ბრიტანეთსა და საფრანგეთში განხორციელდება.

ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალ ზელანდიაში შესაძლოა სამუშაო კვირა 4 დღემდე შეამცირონ.


close დახურვა