logo
ENG



ზელენსკი: მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა არა პუტინთან

30 სექ 202218:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/ry56yc92f0gygla.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა არა ვლადიმერ პუტინთან. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს გააკეთა, მას შემდეგ რაც უკრაინის ხელმძღვანელობამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩაატარა და ნატო-ს წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა.

"უკრაინა იყო და რჩება ლიდერი მოლაპარაკებების საკითხში. სწორად ჩვენი სახელმწიფო სთავაზობდა ყოველთვის რუსეთს თანაცხოვრებას თანაბარი უფლებებით, სამართლიან, ღირსეულ და თანასწორ პირობებში. ნათელია, რომ რუსეთის ამ პრეზიდენტთან ეს შეუძლებელია. მან არ იცის რა არის ღირსება და სამართლიანობა. ამიტომ ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა უკვე რუსეთის სხვა პრეზიდენტთან", - თქვა ზელენსკიმ.

დღეს, რუსეთმა უკრაინის 4 ოლქის ანექსიას მოაწერა ხელი. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა უკრაინას მოუწოდა "მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან".

 


close დახურვა