logo
ENG



კაპანაძე: რურუა გასათავისუფლებელია და შემდეგ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები

25 მაი 202014:27
3 წუთის საკითხავი
clock 498

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „მთავარი არხის“ მეწრილის გიორგი რურუას სასამართლო პროცესს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

კაპანაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელდება.

„ყველა ჩვენმა პარტნიორმა, რომელსაც საქართველოსთან აქვს საქმე, ძალიან კარგად იცის თუ რა მოხდა აქ. ასე იყო 8 მარტის შეთანხმება, რომ პოლიტიკური პატიმრები გყვავს და უნდა გათავისუფლდნენ, რომ გიორგი რურუა გასათავისუფლებელია და შემდეგ უნდა მხოდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ამიტომ, ასეთი ტიპის წერილები არაფერზე გავლენას არ მოახდენს, უბრალოდ, კიდევ ერთხელ ლობისტებისთვის გაამართლებს ივანიშვილისგან მიღებულ უამრავ ფულს“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მისი გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა - პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებას გამოეხმაურა. როგორც მაკკალისტერმა აღნიშნა, 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა მისივე თქმით ასევე მნიშვნელოვანია გიორგი რურუას გათავისუფლება.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი ასევე ავრცელებენ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ელიან რურუას გათავისუფლებას.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

 


close დახურვა