logo
ENG



კოალიციის შექმნა არ განიხილება, მმართველ გუნდს დიდი მხარდაჭერა აქვს - ოხანაშვილი

17 ივლ 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მმართველი გუნდის მხრიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციის შექმნას გამორიცხავს. 

ოხანაშვილი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს. იგი ჟურნალისტებს ქუჩაში გავლით გამოკითხვის ჩატარებას სთავაზობს და დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს მოსახლეობის უმეტესობა მხარს დაუჭერს. 

"ჩვენ კოალიციას არ განვიხილავთ. გთავაზობთ ნებისმიერ ჟურნალისტს, გავიდეთ ქუჩაში და გამოვკითხოთ ჩვენი საზოგადოება თუ რამდენად ენდობიან "ქართულ ოცნებას" და აქვს თუ არა ნდობა სხვა ძირითადად მავნე პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან ასპარეზზე. საუბარი კოალიციაზე, ამ მხარდაჭერიდან გამომდინარე, რომელიც მმართველ გუნდს აქვს, არ განიხილება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

ცნობისთვის, Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: "ქართული ოცნება" - 39%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16%; ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 5%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს - ლეიბორისტული პარტია - 3%; ლელო - 3%; ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) - 3%; პატრიოტთა ალიანსი - 3%; გირჩი - 2%; მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) - 1%; გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%; სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%; თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%

ამავე თემაზე: 

2004-2012 წლებს დადებითად 76% აფასებს, 2012-დან დღემდე - 58% - Edison Research

როგორ აფასებენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - Edison Research

გახარია, კალაძე, ივანიშვილი - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერებს - Edison Research

სამგორის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

ისნის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

ვაკის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

გლდანის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

Ბაქრაძე, ვაშაძე, გრ. ვაშაძე - ვინ სურთ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად - Edison Research

56%-ის აზრით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მომავალი უკეთესი იქნება - Edison Research

უმეტესობას პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტიის(ების) ხილვა სურს - Edison Research

Რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას პოლიტიკური პარტიების მიმართ - Edison Research




 


close დახურვა