logo
ENG



ლევან რატიანი: რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი გვყავს, ერთი კრიტიკულია

23 აპრ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტია მოთავსებული - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 7 მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რატიანის თქმით, 1 პაციენტის მდგომარეობა, კრიტიკულია.

„რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, საიდანაც 7 არის მართვით სუნთქვაზე. ერთი პაციენტი, რომელიც არის 67 წლის ბატონი, შემოსულია კლინიკაში დაახლოებით 20 დღის წინ. მისი მდგომაროება რჩება კრიტიკული“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მისი თქმით, დღეს კლინიკას 8 პაციენტი ტოვებს. გარდა ამისა, 17 პაციენტთან ტესტის პასუხი უარყოფითი ყო.

„8 პაციენტი ეწერება ინფიცირებული კლინიკიდან ბოლო 24 საათში. ეს ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ამდენი პაციენტი ერთად არასდროს არ გაგვიწერია. ასევე პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17“, - აღნიშნა რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 5 223 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 584. ვირუსისგან სრულად განიკურნა 107 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა, რაც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, გუშინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა