logo
ENG



მარინა ეზუგბაია: თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადალახულია

11 მაი 202010:58
3 წუთის საკითხავი
 
u16q1ainkcl4z8p.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პიკის გადალახვაზე საუბარი ნაადრევია.

როგორც მან აღნიშნა, პიკი გადალახულად მას შემდეგ ჩაითვლება, თუ მომდევნო პერიოდში ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი შენარჩუნდება.

„მონაცემებს თუ შევხედავთ, თითქმის კვირაზე მეტია მატება არ აღემატება ერთ ნიშნა ციფრებს. თუ ასე გაგრძელდება, მერე შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადალახულია. მტკიცებულებით ფორმაში ამაზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ არის იმედი, რომ სცენარი ასე განვითარდეს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მან ასევე შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა და მოსახლეობას მიმართა, შექმნილ ვითარებას ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდონ, როგორც ამას ამ დრომდე აკეთებდნენ.

„მოსახლეობა ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ სიტუაციას, როგორც ადრე და შედეგებიც ამასთან დაკავშირებით უკეთესი დაიდო. მართალია შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს შეზღუდვების პერიოდში არსებული დაცვის საშუალებები გამოყენება და ცხოვრების წესი ძალიან არ უნდა შევიცვალოთ. არსებული უნარ-ჩვებები, რომლებიც ამ ერთი თვის განმავლობაში ალბათ მეტნაკლებად შევიძინეთ, იმიტომ რომ ყველა ვეჩვევით რაღაც მუდმივ შეზღუდვებს. აკრძალვები იხსნება, მაგრამ გადავწყვიტოთ ასე, რომ ჯერჯერობით გავაგრძელოთ აკრძალვის წესებში ცხოვრება და მიღებული სახლში ყოფნის უნარჩვევები როგორ გავიხანგრძლივოთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.  

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა