logo
ENG



მარნეული-ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი გაამართლა, ძალადობას მხარი დაუჭირა

18 ივნ 202312:35
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ ზურაბ  ჯაფარიძეზე თავდამსხმელი გაამართლა და ძალადობას მხარი დაუჭირა.

მის განცხადებას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

ეპისკოპოსის თქმით, ძალადობა "ქრისტიანული ეთიკისათვის მიუღებელია,  მაგრამ ძალადობაა ისიც, რასაც ნეოლიბერალური ორგანიზაციები ეწევიან".

„მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს, რომელმაც პასუხი გასცა ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე ჩვენი ტრადიციების მაგინებელ ზურაბ (გირჩს), რომელიც მრავალი წელია პოლიტიკას ამოფარებული ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და ერს ულანძღავს ყველაფერ წმინდას. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში მისი პროვოკაციული საქმიანობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული ეთიკისათვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მაგრამ ძალადობაა ისიც, რასაც ეს "ნეოლიბერალური" ორგანიზაციები ეწევიან ჩვენს ქვეყანაში” - განაცხადა ეპისკოპოსმა.

***

გუშინ გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ამასთან, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ, ისინი ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. სასტუმროში არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ. 

ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა ინციდენტის შესახებ პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი, დეტალურად გამოეხმაურა. შაქარაშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია. მისმა სწრაფმა გამოხმაურებამ და თავდასხმის ადგილზე გამოჩენამ, "გირჩელები" დაარწმუნა, რომ ადევნება თბილისიდანვე იყო დაორგანიზებული.


close დახურვა