logo
ENG



მეზვრიშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს: ადამიანებს მოუწოდებთ, არ დამეროჩილნონ შეზღუდვებს

22 აპრ 202015:47
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში დასკვნითი სიტყვის წარმოთქვისას განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ადამიანებს მოუწოდებენ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილნონ.

„თქვენ რასაც დღეს აკეთებთ,  რეალურად, ადამიანებს მოუწოდებთ იმისკენ, რომ არ დაემორჩილნონ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს. მოუწოდებთ ადამიანებს შეზღუდვების ეჭქვეშ დაყენებით, აქ არ ვგულისხმობ იმას, რომ მთავრობას არ აქვს ვალდებულება, რომ შეზღუდვები დაასაბუთოს, უბრალოდ, ამ პოპულიზმით, ადამიანებს გონებაში უდებთ, რომ ეს საჭირო არაა. თითქოს, არგუმენტების აგრეშე ვითხოვთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ განცხადებებს?“, - აცხადებს მეზვრიშვილი.

საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

საგანგებოს გაგრძელების მომხრე 97 დეპუტატი იყოწინააღმდეგი კი - 10.

ოპოზიციის ნაწილმა, ვინც ხმა წინააღმდეგ მისცა, განაცხადა, რომ ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს და ამის გამოსაგანგებოს გაგრძელება მათთვის მიუღებელი იყო.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაშირაც შეეხება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასეს შეზღუდვა 27 აპრილამდე გრძელდება.

ბოლო მონაცემებითქვეყანაში ქვეყანაში კორონავირუსის 411 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 5 160 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 579. ვირუსისგან სრულად განიკურნა 98 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.

შეგახსენებთრომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებსხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებულიმოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათმათშორისქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდანდილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა