logo
ENG



მეუფე დანიელი - სასულიერო პირებს ტრანსპორტით გადაადგილებაზე არ ექნებათ პრობლემა

17 აპრ 202013:54
3 წუთის საკითხავი
 
gdqdazse2opn6ca.png

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სასულიერო პირებს ავტომანქანით გადაადგილებაზე პრობლემა არ ექნებათ. მისი თქმით, სახელმწიფო იძლევა საშუალებას, რომ მსახურება არ იყოს შეზღუდული.

„სახელმწიფო ითვალისწინებს, რომ სასულიერო პირების მსახურება არ იყოს შეზღუდული. ამის საშუალებას გვაძლევს სახელმწიფო. ეს საკითხი დარეგულირებულია, რომ სასულიერო პირებს ტრანსპორტით გადაადგილებაზე არ ექნებათ პრობლემა. რაც შეეხება შეზღუდვის საკითხს, ამაზე იქნება შესაბამისი საუბარი. თუ ეს აუცილებლობა იქნება და ამასთან მივალთ ერთობლივად, შეიძლება შეიცვალოს“, - განაცხადა მეუფემ. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ. ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 79 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. 10 დღით დაიკეტა სასაფლაოებიც.


close დახურვა