logo
ENG



ნეთანიაჰუ: ომი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ეს ჰამასის დასასრულის დასაწყისია

11 დეკ 202315:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/11/qkzikasgaklo5ac.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ომი აქტიურ ფაზაშია, თუმცა მისი თქმით, ეს ჰამასის დასასრულის დასაწყისია.

"ბოლო დღეებში ჰამასის ათობით ტერორისტი ჩვენს სამხედროებს ჩაბარდა. ისინი ყრიან იარაღს და ბარდებიან ჩვენს მამაც მებრძლებს. კიდევ გარკვეული დროა საჭირო. ომი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ეს ჰამასის დასასრულის დასაწყისია. მივმართავ ჰამასის ტერორისტებს, ნუ გაწირავთ თავს, დაგვნებდით ახლა", - ამბობს ისრაელის პრემიერი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა