logo
ENG



ნიკოლაძე შაქარაშვილზე: თან ცემეს და თან ჩაახრჩეს წყალში

11 აგვ 202021:39
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ გადაცემაში "პოლიტმეტრი" განაცხადა, რომ შაქარაშვილი ბრალდებულებმა თან ცემეს და თან წყალში ჩაახრჩეს.

ნიკოლაძის თქმით, ცხედარი წყალში რომ არ ყოფილიყო 48 საათზე მეტი, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. 

"საქმეში მსგავსი არაფერი ფიგურირებს, რასაც ვიტყვი, მაგრამ ეს არის ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია - თან ცემეს და თან ჩაახრჩეს წყალში და მერე გაატანეს წყალს. როდესაც ცემ ადამიანს და ხარ გამხეცებული და არაადამიანურ ჭკუაზე, არაა გამორიცხული... რადგან აგრესიის ნიადაგზე მათ თავებში მკვლელობის განზრახვა წარმოიქმნა, რა ფორმით დასრულდებოდა ეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი პოტენციური მკვლელები იყვნენ, კონკრეტული მომენტი შეიქმნა და ეს პოტენცია გამოამჟღავნეს. 

ექსპერტიზაში წერია, რომ ბავშვი წყალში დამხვრჩვალია მიყენებული დაზიანებებიდან ძალიან მოკლე ხანში. ის ვერსია, რომ ვიღაც მარშრუტკით დაატარებდა კომაში მყოფ ბავშვს და მერე მიიყვანა და წყალში ჩაახრჩო, ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს. ბავშვი რომ არ ყოფილიყო წყლის ტემპერატურაზე 48 საათზე მეტი, სხეული იქნებოდა ბევრად მძიმე მდგომარეობაში", - განაცხადა ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდაგარდა ამისა, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო-რეკონსტრუქცია გაავრცელა. პროკურატურის ვერსიით, შაქარაშვილი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, მდინარეში გადააგდეს

პროკურატურის სრული განცხადება იხილეთ აქ

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს" ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა