პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის აგრესიულ ტესტების საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
„მე ვარ რეანიმატოლოგი და ჩემს კომპეტენციას სცდება ტესტების საკითხი. ჩემთან მოდიან დადასტურებული პაციენტები და ამასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ“, - განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, 25 აპრილს მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ „იმედი აქვს, შემდგომში აგრესიულ კვლევები არ ჩატარდება და ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება“.
ეზუგბაიას განცხადებას ოპოზიციური პარტიებისა და ჯანდაცვის ექსპერტების კრიტიკა მოჰყვა. მათი განცხადებით, ასე ცდილობენ ინფიცირებულების სტატისტიკის „დაჭერას“.
ამასთან, დაავდების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტესტების რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოში 12 ათასი ტესტის მარაგია, რასაც მომდევნო თვეში კიდევ დაემატება გარკვეული რაოდენობა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4833 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 571. ვირუსისგან სრულად განიკურნა 149 მოქალაქე, 6 კი, გარდაიცვალა.
ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი.
გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საგანგებო მდგომაროება ქვეყანაში 22 მაისამდე გაგრძელდება.
კოროანვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.
11 მარტს ჯანმომ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.