logo
ENG



სააკაშვილის ექიმი: დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ. ხვალ გაუკეთდება ტესტები

02 ნოე 202123:03
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილის ექიმი: დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ. ხვალ გაუკეთდება ტესტები
ფოტო: რადიო თავისუფლება/დავით მჭედლიძე

ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ცოტა უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, ამიტომ ხვალ ანალიზები ჩაუტარდება.

ყოფშიძემ ისიც თქვა, რომ ექსპრეზიდენტი ანალიზების გაკეთებაზე თავიდან თანახმა არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა. 

"დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები. თავიდან უარზე იყო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. 

წნევის თამაში იყო ცოტა, პულსი იყო სხვადასხვა დღის განმავლობაში. 

მე მოვითხოვ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ კონსილიუმი გადაწყვეტს. ციხის ექიმებთან ერთად ძალიან ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ თუ შეიძლება, კიდევ ერთი ტესტი გავაკეთოთ, იმიტომ, რომ არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა. [...] ტესტების გაკეთება უკვე ძალიან კარგია ჩვენთვის". - თქვა ნიკოლოზ ყოფშიძემ

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილის 33-ე დღეა ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა