logo
ENG



სუბარი მარნეულში ინფიცირებულზე: ასზე მეტი ადამიანია, ვისთანაც მჭიდრო კონტაქტია დადგენილი

23 მარ 202010:50
3 წუთის საკითხავი
 

ქვემო ქართლის რწმუნებული მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ამშვიდებს და ამბობს, რომ მინიციპალიტეტებში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიაციტის საშიშროება არ არის.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, ყველა მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი გამოუვლინდება, შეამოწმებენ. ტერიტორიაზე გადაადგილება იქამდე იქნება შეზღუდული, სანამ ადგილობრივ მცხოვრებლებს არ გამოიკვლევენ. 

„ამ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა გადაადგილებაში შეიზღუდება. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არ გამოიწვევს დისკომფორტებს. ჩვენ უზრუნველყოფილი გყვავს მუნიციპალიტეტბი. არ არის დეფიციტი სურსათსა და მედიკამენტებზე. სადაც იქნება რისკი, რომ კორონავირუსთან ინფექცირებასთ იქნება ადგილი, ამას ექნება შესაბამისი გამოხმაურება“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი კი აცხადებს, რომ ორ მუნიციპალიტეტში მთელი მოსახლეობის კვლევა უნდა ჩატარდეს.

„ასზე მეტი ადამიანია, ვისთანაც მჭიდრო კონტაქტია დადგენილი. ეს არ იშნავს, რომ ყველა მათგანი იქნება დაინფიცირებული, თუმცა საფრთხე არსებობს და ყველა ამ ადამიანის კვლევა უნდა ჩავატაროთ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის ზონად გამოგვეცხადებინა. სანამ არ მოხდება იქ მთელი მოსახლეობის შემოწმება, შესვლა და გამოსვლა იყოს გაკონტროლებული“, - განაცხადა სუბარმა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სამაგიეროდ, არიან გამოჯანმრთელებული პაციენტები - კერძოდ, ასეთი სამი პირია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა მარინა ენდელაძემ ექსკლუზიურად „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, კიდევ 5 ინფიცირებულზე ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღებს და მათი ნაწილი კლინიკას მალე დატოვებს.

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე კლინიკაში მწვავე პნევმონიით მისი და, გადიოდა მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა. ამის გამო, მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული. 


close დახურვა