logo
ENG



ტრამპი: სისასტიკე, რასაც ისრაელში ვხედავთ, არასდროს მოხდებოდა, პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი

10 ოქტ 202311:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/10/jgdn22fesq486lo.jpg

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, "ისრაელში თავდასხმა არ მოხდებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო".

"ის, სისასტიკე, რასაც ჩვენ ისრაელში ვხედავთ, არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი", - თქვა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მან ისრაელს "უღალატა".

ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა. აშშ-ს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ტერორისტულ თავდასხმას გამართლება არასდროს აქვს და მისი ადმინისტრაციის მიერ ისრაელის უსაფრთხოების მხარდაჭერა მყარი და ურყევია.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა