შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სასხელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სახლში დარჩენისკენ და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი კი, პირდაპირ დაკავშირებულია, იმასთან თუ როგორ აღვნიშნავთ და გავიზიარებთ ამ დღესასწაულს.
„ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც არის სიცოცხლის სიკდილზე გამარჯვების უდიდესი სიმბოლო. ალბათ, ეს არასდროს ყოფილა ასეთი რეალური, რომ ჩვენ სიცოცხლის დასაცავად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავადგათ. ეს პირდაპირ დაკავშირებულია როგორ აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს. ჩემი ერთი ადამიანის მოწოდება და მთავრობის წევრი რეკომენდაცია იქნება, რომ დავრჩეთ სახლში და გადავარჩინოთ სიცოცხლე“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.