logo
ENG



ჰალევი: გავანადგურეთ ჰამასის ბრიგადების მეთაურები, ჩვენს მტკიცე მოქმედებას ყველგან ნახავენ

04 დეკ 202310:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/04/usgh47fdxrpgu9t.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ჰერზი ჰალევი აცხადებს, რომ გასული დღეების განმავლობაში, ისრაელის არმიამ ჰამასის ბრიგადების მეთაურები გაანადგურა.

"გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ გავანადგურეთ ჰამასის ბრიგადების მეთაურები და დავიწყეთ იგივე პროცესი სამხრეთ ღაზის სექტორში. ოპერაცია ჩატარდება იგივე ძალით და მოჰყვება არანაკლები შედეგები. ჰამასის მეთაურები ისრაელის არმიის მტკიცე მოქმედებას ყველგან ნახავენ", - ამბობს ჰალევი.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციას აფართოებენ.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა