logo
ENG


მაკრონი: ჩვენი პირველი ამოცანა ყველა მძევლის გათავისუფლება უნდა იყოს
  • 397ნახვები

ჩვენი პირველი ამოცანა უნდა იყოს ყველა მძევლის გათავისუფლება განურჩევლად, რადგან საშინელი დანაშაულია, როდესაც თამაშობ ბავშვების, მოხუცების, რიგითი მოქალაქეების და ჯარისკაცების სიცოცხლით. მინდა, დარწმუნებული იყოთ, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მარტო არ ხართ. აქ ვლაპარაკობ იმ ქვეყნის სახელით, რომელმაც სამწუხაროდ, ტერაქტები გამოიარა, თქვენ კი ჩვენს გვერდით იყავით მაშინ. ჩვენი მოვალეობაა, ვებრძოლოთ ტერორისტულ დაჯგუფებებს კონფლიქტების გაფართოების გარეშე.

განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრისას.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  



ასევე ნახეთ
close დახურვა