logo
ENG


ნეთანიაჰუ: ირანი აფინანსებს ჰამასს, მათი დაფინანსების გარეშე ის არ იარსებებს
  • 354ნახვები

ომი ღაზის სექტორში რთული და ხანგრძლივი იქნება და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ომის შემდეგ, ჩვენ ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა რთულ კითხვებზე, მათ შორის მეც. სახმელეთო ოპერაცია, რომელიც ჩვენ გავაფართოვეთ, მძევლების დაბრუნებაში დაგვეხმარება. სწორედ ამას გპირდებით ახლა. მე ვერ ვიტყვი, რომ ირანი ჩართული იყო ამ ყველაფრის დაგეგმვაში, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი აფინანსებენ ჰამასის ომის მანქანას. მათი დაფინანსების გარეშე ჰამასი არ იარსებებს.

განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  



ასევე ნახეთ
close დახურვა