დღეს ჩვენი ყოფნა კი არ აზიანებს პარტიას, მე მგონია, რომ დღეს უსუსური ნაბიჯები და აქტივობები პარტიის მხრიდან, ეს უფრო აზიანებს იმ საერთო საქმეს, რომელიც არსებობს. არსებული მდგომარეობა და ის კონფიგურაცია, რომელიც დღეს არის ნაციონალურ მოძრაობაში, ეს უფრო აზიანებს პარტიას.
ჩვენი მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რომ ნაციონალურ მოძრაობაში რაღაც პოზიციებზე მივბრუნებულიყავით, მთავარი ამოცანა არის ამ რეჟიმის ცვლილება და როგორ ვხედავთ, ამ რეჟიმის ცვლილებას - აი, აქ არის ფუნდამენტალური განსხვავებები და სხვაობა.
თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბაჩო დოლიძემ.
ასე ეხმაურება ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.