მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მტერმა, შესაძლოა, ჩვენს ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმებისა და სარაკეტო შეტევების რაოდენობა გაზარდოს. რუსეთი ზამთრისთვის ემზადება. უკრაინაში მთელი ჩვენი ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს თავდაცვაზე, ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე, ყველაფერზე, რისი გაკეთებაც უკრაინას შეუძლია იმისთვის, რომ ჩვენს ხალხს გაუადვილდეს ამ ზამთრის გადატანა და ჩვენი ჯარისკაცების შესაძლებლობები გაიზარდოს.
მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც უკრაინას საჰაერო თავდაცვაში დაეხმარა... ყველა ქვეყანა, ყველა ლიდერი, რომელიც გვეხმარება საჰაერო თავდაცვაში, გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.