logo
ENG


ზელენსკი: მე და ბაიდენმა მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის განხორციელებაც ერთად შეგვიძლია
  • 425ნახვები

შტაბის შეხვედრაზე საფუძვლიანად განვიხილეთ 2021 წელს ინიცირებული უკრაინის სარაკეტო პროგრამის განხორციელება. ყველა ხედავს, რომ მისი შედეგები უფრო შორს მიმავალი და ხელსაყრელი ხდება უკრაინისთვის, მტრისთვის კი არასახარბიელო. კიდევ უფრო მეტი შედეგი იქნება. აქტიურად ვაგრძელებთ პროგრესს შეერთებულ შტატებთან ერთობლივი იარაღის წარმოების პროცესში. ვაშინგტონში ვიზიტის დროს მე და პრეზიდენტმა ბაიდენმა მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებას იმ ქმედებებზე, რომელთა განხორციელებაც ერთად შეგვიძლია. ეს უდაოდ გააძლიერებს ამერიკელებსაც და უკრაინელებსაც, ასევე ჩვენს პარტნიორებს. ამ წლის დეკემბერში გაიმართება სპეციალური კონფერენცია, სადაც ერთად შეიკრიბებიან უკრაინული და ამერიკული ინდუსტრიები, მთავრობის წარმომადგენლები და სხვა სახელმწიფო აქტორები, ყველა, ვინც ჩართულია ჩვენი თავდაცვის ორგანიზებაში.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა