როდესაც რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს უკრაინელ მეზობლებს, ჩვენი რეაგირება სწრაფი იყო. ჩვენ დავაწესეთ სანქციები. არსებობს კიდევ ერთ ოკუპირებული ქვეყანა ჩვენს სამეზობლოში, რომლის მოქალაქეებს რუსეთი კლავს და იტაცებს. მოვუწოდებ საბჭოს დაამატოს სანქციების მომდევნო პაკეტში, ან შექმნას ახალი პაკეტი, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის სიკვდილზე და საქართველოს მოქალაქეების ტანჯვაზე. კრემლს უნდა რომ მათ შიშში იცხოვრონ, უარი თქვან ჩვენზე და ევროპულ გზაზე. შესძინეთ მათ გამბედაობა და პუტინი დამარცხდება
განაცხადა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ. საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის საოკუპაციო ძალების მიერ მკვლელობაზე რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს, სავარაუდოდ, დღეს უყრიან.
"საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში" - რა წერია რეზოლუციაში.