logo
ENG


ხოფერია: ქართული ლეგიონის ბრძოლა უკრაინაში არის ქართველების მარადიული ბრძოლის გაგრძელება
  • 434ნახვები

ჩვენი, ქართული ლეგიონის ბრძოლა აქ უკრაინაში არის ჩემი ხალხის, ქართველი ხალხის მარადიული ბრძოლის გაგრძელება დამპყრობელთან. ეს არის ქართული ლეგიონის და მისი წევრების გადაწყვეტილება, რომ ებრძოლონ აქ, უკრაინაში ჩვენს ყველაზე დიდ მტერს. ჩვენ ვყოფილვართ სხვადასხვა იმპერიების შემადგენლობაში, ახლა გვიჩნდება შანსი, რომ მივაღწიოთ ჩვენს საკუთარ და კუთვნილ ადგილს ევროპულ, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ერთობაში, სადაც უნდა დავიკავოთ ღირსეული ადგილი და იქ დავიბრუნოთ ის ნიშან-თვისებები შრომის და ბრძოლის, რომელიც დავკარგეთ რუსულ იმპერიაში ყოფნისას და ვიქეცით, რაც არ უნდა მძიმე იყოს ამის მოსმენა, პარაზიტებად. [...]

ეს ბრძოლა არის ჩემთვის მარადიული ბრძოლა და უკვე 1 000 წელია ჩვენ ვცდილობთ დავიკავოთ ჩვენი ადგილი, ჩვენი კუთვნილი ადგილი ევროპაში. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან. მე ხელისუფლებაზე, როგორიც არ უნდა იყოს, ჩემი ქვეყნიდან 2 000 კილომეტრით შორს არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მუდმივი არაფერი არ არის. ხალხს მინდა ვუთხრა, რომ მიუხედავად იმისა რომ ვაცხადებთ ჩვენ და აცხადებენ ჩვენს ქვეყანაში, რომ მშვიდობაა, სინამდვილეში არ არის მშვიდობა, ჩვენს ქვეყანაში მიდის ომი, არ ისვრიან ბომბებს, მაგრამ ეს ომი არის უფრო, ბევრად საშიში და ხალხმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. ის ომი, რომელიც ახლა ჩვენს ტერიტორიაზე მიდის, ვინც თემაშია, ყველამ იცის ამის შესახებ.

განაცხადა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯაბა ხოფერიას მამამ, არჩილ ხოფერიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა